მარნის ტერიტორიაზე უკვე გახსნილია ჩვენი ღვინის ბრენდული მაღაზია/სადეგუსტაციო, რომელიც სიამოვნებით გიმასპინძლებთ.

მეღვინეობაში ვიზიტი წინასწარ შეთანხმებითაა შესაძლებელი.

მაღაზია/სადეგუსტაციო ჩვენს ულამზეს ვენახებში მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ უფრო ახლოს გაეცნოთ პროდუქტებს.

ახალი მარანი, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს.

2027 წლიდან საწარმოში შევძლებთ სტუმრებს ვუმასპინძლოთ.

მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას და გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ ღვინის შექმნის მთელ პროცესში, ვენახიდან ბოთლამდე. ამ სივრცეში მეღვინეობა ღია და ცოცხალი გამოცდილება გახდება თითოეული სტუმრისთვის.

ახალი საწარმო საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ წარმოების მოცულობა, შევინარჩუნოთ ჩვენი ძირითადი პრინციპები. სიფრთხილით და ზრუნვით შევასრულოთ თითოეული ოპერაცია ღვინის წარმოებისას.